
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.
„კიდევ კარგი კომენდანტის საათი მაინც გვაქვს, თორემ გაგვწყვეტდა კორონა ამ არეულობის ჟამს“, – წერს ჯაფარიძე სოცქსელში.
დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა.
გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.
მისი თქმით, ურყევი პოზიციაა, რომ “ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ეკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი”.
გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.























