
ბოჭორიშვილის კლინიკას სამი დაინფიცირებული დაემატა. აქედან ორი ბავშვია, ერთი კი მოზრდილი. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ისინი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნებიან.
„გუშინ დილით დაგვემატა სამი პაციენტი. აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან, ერთი კი მოზრდილია.
სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“,- აღნიშნა სოლოღაშვილმა.
ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 84 პაციენტი, აქედან 69-ს ვირუსი აქვს დადასტურებული.
10 პაციენტი საყურადღებო, ერთი კი რეანიმაციაში რჩება.
ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა რაოდენობა 610-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულია 269 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში – 5083
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.






















