
„18 ახალი შემთხვევიდან 5 ჩვენთან არის მოთავსებული. ისინი ჩვენთან მწოლიარე პაციენტების კონტაქტებია“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, პნევმონიის მქონე პაციენტებს შორის, ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
„ამ ეტაპზე 38 პაციენტი გვიწევს, გაწერილი გვყავს 29.
პნევმონიებს შორის ერთი გვყავს კრიტიკული, რომლის სტაბილიზირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ასევე, გვყავდა 4 მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობაც სტაბილური გახდა.
გუშინ შემოსულებიდან დაგვემატა კიდევ ორი მძიმე პნმევმონიის შემთხვევა“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
- ბოლო მონაცემებით გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















