
ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე საავტომობილო გზა გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, დასრულდა ასფალტის ქვედა ფენის დაგება ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე.
შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები თავისუფლად გადაადგილდებიან.
პარალელურად, მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ასფალტის საფარის მეორე ფენის დასაგებად ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში.
საერთო ჯამში, ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარი 60 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება.






















