08:17 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

კიმ ჩენ ინი ჩინოვნიკებს მოუწოდებს, მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნონ

კიმ ჩენ ინი ჩინოვნიკებს მოუწოდებს, მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნონ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ორიენტირებული იყვნენ მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე.

 

ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

 

„ქვეყანას აქვს უზარმაზარი ამოცანები სახელმწიფო ეკონომიკის განვითარებისათვის. დინამიურად წინსვლის ერთადერთი გზა მთელი პარტიის ერთობაა. ჩინოვნიკებმა ყოველთვის უნდა განიხილონ, ხომ არ არღვევს მათი მუშაობა ხალხის ინტერესებს, ან პრობლემებს ხომ არ უქმნის მათ“- აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

 

ქვეყანაში, რომელიც პანდემიის გამო კიდევ უფრო მოსწყდა სხვა სამყაროს, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

 

 

წაიკითხეთ და ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X