13:09 | 2020-06-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

კიმ ჩენ ინი გამოჩნდა

კიმ ჩენ ინი გამოჩნდა

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, კიმ ჩენ ინი კორეის შრომის პარტიის პოლიტბიუროს სხდომაზე გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Skynews-ი ავრცელებს.

 

კორეელი დიქტატორის ბურუსით მოცული ცხოვრება - რა ვიცით კიმ ჩენ ინზე?
2020-04-22კორეელი დიქტატორის ბურუსით მოცული ცხოვრება - რა ვიცით კიმ ჩენ ინზე?

 

არც კიმ ჩენ ინს დ არც სხდომაზე დამსწრე სხვა ადამიანებს სამედიცინო ნიღბები არ ეკეთათ. სხდომაზე კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თემა არც კი იყო ნახსენები.

 

სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.

 

შეგახსენებთ, რომ სამკვირიანი გაუჩინარების შემდეგ კიმ ჩენ ინი ბოლოს 23 მაისს გამოჩნდა. მან სამხედრო მეთაურებთან ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილა.

 

მისი ფოტოები ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა.

 

ცნობისთვის, 15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გამოტოვა ე.წ. მზის დღე – ბაბუამისის, კიმ ირ სენის დაბადების დღის იუბილე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კალენდარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

 

რამდენიმე დღეში, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დიქტატორი ავადაა და მან ოპერაცია გადაიტანა, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან. რეაბილატაციის პერიოდი კი, ძალიან რთულად გადააქვს. 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X