16:44 | 2020-04-25 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კიმ ჩენ ინი გულის ოპერაციის შემდეგ ვეგეტატიურ მდგომარეობაშია – იაპონური მედია

კიმ ჩენ ინი გულის ოპერაციის შემდეგ ვეგეტატიურ მდგომარეობაშია – იაპონური მედია

ჩრდილოეთ კორეის 36 წლის ლიდერი კიმ ჩენ ინი, გულზე წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, ვეგეტატიურ მდგომარეობაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Jerusalem Post-ი, იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ვეგეტატიური ეწოდება პაციენტის მდგომარეობას, როდესაც მას არ შეუძლია გარე გაღიზიანებაზე რაიმე ხილული ფორმით პასუხის გაცემა.

 

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ჩინეთიდან გაგზავნილი არიან ექიმები, რომლებმაც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს უნდა დაეხმარონ.

 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოცემა წერს, რომ კიმ ჩენ ინი, ერთ-ერთ სოფელში ვიზიტის დროს, ცუდად გახდა და გული წაუვიდა.

 

ჩინელი ექიმების ჩასვლამდე, კიმ ჩენ ინს ოპერაცია გულზე ფხენიანში ჩუატარეს, თუმცა ოპერაციის დროს, დიქტატორის გადაჭარბებული წონის გამო, გართულებები შეიქმნა.

 

15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გამოტოვა ე.წ. მზის დღე – ბაბუამისის, კიმ ირ სენის დაბადების დღის იუბილე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კალენდარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.

 

რამდენიმე დღეში, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიქტატორი ავადაა და მან გადაიტანა ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან და რეაბილატაციის პერიოდი, ძალიან რთულად გადააქვს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

კორეელი დიქტატორის ბურუსით მოცული ცხოვრება - რა ვიცით კიმ ჩენ ინზე?
2020-04-22კორეელი დიქტატორის ბურუსით მოცული ცხოვრება - რა ვიცით კიმ ჩენ ინზე?

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X