
კიმ ჩენ ინი უცნობი მიზეზით კვლავ გაუჩინარდა. ის 12 დღეა აღარ გამოჩინილა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
1 მაისს კიმ ჩენ ინი, 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ, სასუქის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე გამოჩნდა, რითაც ჭორები მისი გარდაცვალების შესახებ გაფანტა. თუმცა, მას შემდეგ ის აღარ გამოჩენილა.
„შესაძლოა, ის ნამდვილად ჭრის ლენტს ფაბრიკების გახსნაზე.
თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია იმის შემოწმება, ნამდვილია თუ არა ეს ფოტოები“, – აცხადებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი რობერტ ო’ბრეიენი.






















