
სააგენტო Reuters-ი, რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში, კიმ ჩენ ინის სამკურნალოდ ჩინეთიდან ექიმები გაგზავნეს.
სააგენტოს ცნობით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო განყოფილების მაღალი თანამდებების პირები შედიან, ფხენიანში 23 აპრილს ჩავიდა.
15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გამოტოვა ე.წ. მზის დღე – ბაბუამისის, კიმ ირ სენის დაბადების დღის იუბილე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კალენდარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.
რამდენიმე დღეში, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიქტატორი ავადაა და მან გადაიტანა ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან და რეაბილატაციის პერიოდი, ძალიან რთულად გადააქვს.
ასევე დაგაინტერესებთ:























