
რეალითი-შოუს ვარსკვლავმა, სკანდალურმა კიმ კარდაშიანმა გაამხილა, თუ რა ხერხს მიმართავს, რათა დაადგინოს ვისგან ჟონავს პრესაში მასზე ინფორმაცია.
კიმმა ენდი კოენთან ინტერვიუს დროს აღიარა, რომ ის სანაცნობო წრეში საკუთარ თავზე ე.წ. ფეიკ ნიუსებს თავად ავრცელებს. ოღონდ, ყველას განსხვავებულ ისტორიას უყვება და როდესაც პრესაში რომელიმე მათგანი მოხვდება, კიმმა უკვე იცის, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
ამავე ინტერვიუში, კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ მას საკუთარი ქორწილიდან გაქცევა სურდა და კრის ჰამფრისთან ქორწინების დღე დეტალურად გაიხსენა.
„ძალიან მინდოდა გაქცევა, მაგრამ არ მინდოდა გარშემომყოფებისთვის იმედი გამეცრუებინა“,- ამბობს კიმი.
ასევე ნახეთ:






















