
გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახო ჩარკვიანის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარკვეულ ეჭვებზე საუბრობს. მისი თქმით, პაციენტმა კლინიკაში იმაზე მეტი დრო დაჰყო, ვიდრე ამბობენ.
„ყველა ამბობს, დაგვიანებული იყო, გვიან გადაიყვანეს. დამძიმებული შეიყვანეს. მხოლოდ სიცხე ჰქონდა, 9-ში, დაუდასტურდა მაშინვე გადავიდა სასტუმროში, მერე კი 11-ში საავდმყოფოში გადაიყვანეს.
თუმცა, კითხვები მიჩნდება, რატომ მალავენ იმ ფაქტს, რომ ვახო 11-ში შევიდა საავადმყოფოში, იქიდან ვეღარ გამოვიდა. მაგრამ რატომ ამბობენ 12 დღეს, როცა მარტო რეანიმაციაში იყო 23 დღე და აქედან მართვის აპარატზე 11 დღე“, – წერს მარიამ ჩარკვიანი.
ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 10 სექტემბერს კორონავირუსით ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი გარდაიცვალა. 20 წლის ვახო ჩარკვიანს ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ასევე ნახეთ: ამერიკელი სტუდენტის მიერ გადაღებული 2001 წლის 11 სექტემბრის უმძიმესი კადრები
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















