00:01 | 2021-04-27 ავტორი: Prime Time

კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით და პიკში შევდივართ – ამირან გამყრელიძე

კლასტერული გავრცელებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით და პიკში შევდივართ – ამირან გამყრელიძე

“კლასტერული გავრცელებიდან, საყოველთაო გავრცელებაზე გადავედით და პიკში შევდივართ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულასთან“ ისაუბრა.

 

„ყველანაირი პროგნოზირებით ჩვენთვის პიკური პერიოდი უნდა იყოს სადღაც აპრილის ბოლოდან, მაისის პირველი 2 კვირა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დავიცავთ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს. მოგეხსენებათ, არის გარკვეული ნიშნები, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში გაიზარდა, ასევე, ოდნავ შემცირებულია მობილობა.

 

თუ ჩვენ პირბადის ტარების ამ მაჩვენებელს, დაახლოებით 70-დან 80%-მდე შევინარჩუნებთ და კიდევ უკეთესია ავიდეთ 95%-ზე, რა თქმა უნდა, დაცვის მექანიზმი მეტი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X