13:15 | 2020-03-18 ავტორი: ანეტი მიქელაძე

კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლები მდიდრები არიან – კვლევა

კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებლები მდიდრები არიან – კვლევა

კლიმატურ კრიზისზე პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი მდიდრებს მიუძღვით , – ამის შესახებ მოწმობს ლიდსის ბრიტანული უნივერსიტეტის კვლევა, რომელიც 86 ქვეყანაში ჩატარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ქვეყნებში, მოსახლეობით მეათედი ნაწილი, რომლებსაც ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვთ, იყენებს დაახლოებით 20-ჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ყველაზე მცირე შემოსავლის მქონე მეათედი მოსახლეობა. ძირითადად ეს იმიტომ, რომ ღარიბები უფრო ნაკლებად იყენებენ ტრანსპორტს და არ შეუძლიათ ავტომობილების ქონა.

 

კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით მეტ ენერგიას ხარჯავს ის და ასეთი მონაცემები ყველა გამოკვლეულ ქვეყანაში დაფიქსირდა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლებები კარდინალურად არ შეცვლიან თავიანთ პოლიტიკას, 2050 წლისთვის, ენერგიის მოხმარება ორჯერ გაიზრდება.

 

„როგორ შევცვალოთ ენერგიის არათანაბარი გადანაწილება ისე, რომ ყველამ შეძლოს ღირსეულად ცხოვრება და ამასთან დაიცვას ეკოსისტემა?“, – სვამს კითხვას ლიდსის უნივერსიტეტის კვლევის ხელმძღვანელი ჯულია შტეინბერგერი. პროექტის ავტორების აზრით, ხელისუფლებებს შეუძლიათ შეამციროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოთხოვნილება, დააწესოს მაღალი ტარიფები ძვირადღირებულ მანქანებზე და ასევე ტარიფები იმ მგზავრებისთვის, ვინც კერძო თვითმფრინავით გადაადგილება.

 

კიდევ ერთი მეთოდია ელექტრომობილებზე უფრო სწრაფი გადასვლა, მაგრამ წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მათზეც მოთხოვნა უნდა შემცირდეს, რადგან ეს ელექტროენერგიის მიწოდებაზე და წარმოებაზე ძალიან დიდ რესურსს დახარჯავს.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X