12:09 | 2021-11-02 ავტორი: Prime Time

კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, ჩვენ ვალდებული ვართ ერთად ვიმოქმედოთ – პრემიერი

კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, ჩვენ ვალდებული ვართ ერთად ვიმოქმედოთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გლაზგოში გამართული სამიტის შესახებ წერს, რომელიც კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა.

 

„მქონდა პატივი, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა.

 

მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა.

 

კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ ერთად ვიმოქმედოთ“,- წერს ირაკლი ღარიბაშივლი.

ავტორი: Prime Time

X