
კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში წარმატებით დასრულდა მორიგი საკეისრო კვეთა.
კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგებმა სასწრაფო საკეისრო კვეთა 39 კვირის ორსულს ჩაუტარეს. პაციენტი ქუთაისის მკვიდრია და ის კლინიკაში დადასტურებული კოვიდ19-ით, ორმხრივი პნევმონიით მკურნალობს.
„საკეისრო კვეთის შედეგად მდედრობითი სქესის ახალშობილი მოევლინა ქვეყანას. დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. იმ პერიოდში, რაც კოვიდცენტრი არსებობს, საკეისრო კვეთით თუ ფიზიოლოგიური მშობიარობის გზით 30-ზე მეტი ახალშობილი დაიბადა და სასიხარულოა, რომ ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა“, -ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.
ამ დროისთვის, კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 28 ორსული და მელოგინე გადის. კლინიკის სამეანო განყოფილებაში იმყოფება 5 ახალშობილი.
R






















