
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილას ამ დრომდე დაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.
ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთმა ბავშმა კლინიკა უკვე დატოვა.
ამ დროისთვის ნანგრევებში 8 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის არიან ბავშვებიც.
რამდენიმე საათის წინ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი საცხოვრებლის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა.კორპუსი, რომელიც 3 სადარბაზოსგან შედგება, ჩამონგრეულია 1 სადარბაზო. აღნიშნულ კორპუსში დაახლოებით 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.
ნახეთ ვიდეო ⇓
ვიდეო: ფორმულა
მსგავსი ⇓























