
კლინიკა „თიმი“ სადაც 12 ადამიანი – 2 ექიმი, 5 ექთანი და 5 პაციენტი დაინფიცირდა, დროებით დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის დირექტორი ლევან ყურაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ადასტურებს.
მისი თქმით, ,,თბილისის მედიცინის ინსტიტუტის” თანამშრომლები საკარანტინო ზონებში არიან გადაყვანილნი.
თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, ამბობს რომ ახალი კორონავირუსის ინფიცირების სავარაუდო წყარო კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელია, რომლის ოჯახის წევრსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ხოლო თავად თანამშრომელში ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
ბოლო მონაცემებით:
- გარდაცვლილია სამი ადამიანი.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















