
ქუთაისში, კლინიკიდან გაუჩინარებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა იპოვეს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო.






















