14:09 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

კლუბების დახურვას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ

კლუბების დახურვას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო ღამის კლუბები დაიკეტა. გაუქმდა ყველა დაგეგმილი ივენთი. როგორც „პრაიმტაიმს“ ღამის კლუბების მენეჯრებმა უთხრეს, გუშინ მიიღეს გაფრთხილება ჯანდაცვის სამინისტროდან კლუბების დახურვის შესახებ.

 

„უკვე დახურული ვართ. გუშინ გაგვაფრთხილეს. გვითხრეს უნდა დაკეტოთო. ანუ დღეიდან აღარ ვმუშაობთ. ყველა ივენთი გაუქმებლია. ნაწილი კლუბების დაიკეტა, ხოლო ისინი, ვინც რესტორნის ფუნქციასაც ასრულებდნენ, 11 საათამდე იმუშავებენ. კლუბი აღარ იმუშავებს. გაგვაფრთხილეს ჯანდაცვის სამინისტროდან, აბა ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ამ ამბავს. არანაირ კონტროლის გამკაცრებაზე არ ყოფილა საუბარი. პირდაპირ გვითხრეს დაკეტეთო“ – ამბობენ ღამის კლუბების მენეჯერები.

რეკორდული ზრდა - 16 აპრილის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
2020-09-02რეკორდული ზრდა - 16 აპრილის შემდეგ საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

„შედგა სამინისტროს წარმომადგენლების კლუბებისა და ბუნგალოების ხელმძღვანელებთან და წარმომადგენლებთან შეხვედრა. მიეცათ დამატებითი გაფრთხილება, რომ დაიცვან ყველა წესი, რომელიც მოწოდებულია. ასევე გამკაცრდეს ამ წესების დაცვა. საკოორდიაციო საბჭო ღებულობს მსგავს გადაწყვეტილებას დახურვა -არდახურვის თაობაზე და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად აგრძელებენ კლუბები მუშაობას“, –  გვითხრეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

 

ინფორმაციისთვის, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირა, აქედან 21 ე.წ. დონას კლასტერია.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X