
ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ, ვიღაცების ასე გაუაზრებელი მითითებებით, – ამის შესახებ ცურტაველი მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ეს ხალხი თვის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდნენ”.
„ის ხალხი ქვეყანას ემსახურებოდა და არ შეიძლება, ასე გავწიროთ, ვიღაცების ასე გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი. არ ვიცი, ვინ მიიყვანა ეს ხალხი ასეთ ზომამდე. ვინც უპირველეს ყოვლისა, განცხადებას აკეთებს, რომ დამნაშავეები არიან. ჯერ არაა გადაწყვეტილი ეს საკითხი და რატომ ღელავს ორივე მხარე, არ ვიცი. შეიძლება იყოს კიდეც „პოლიტიკური კონტექსტი), არ ვიცით ჯერ. გამოძიებას თუ უნდა ჭეშმარიტების დადგება, ესეც გაირკვევა მოკლე დროში. მე ასე მწამს, რომ ეს ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა. დაამტკიცებს დრო. 2-ში, 3-ში გაირკვევა ყველაფერი”, – თქვა მეუფე ვახტანგმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.






















