19:51 | 2021-10-18 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კობა ნაყოფია: მიშა ყველაზე კარგ ფორმაშია, რაც მინახავს, ძალიან კმაყოფილი ვარ

კობა ნაყოფია: მიშა ყველაზე კარგ ფორმაშია, რაც მინახავს, ძალიან კმაყოფილი ვარ

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მათი თქმით, ექსპრეზიდენტი შიმშილობის შეწყვეტას არ გეგმავს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას თქმით, სააკაშვილის ბრძოლისუნარიანობა გაზრდილია და მისი მთავარი მესიჯი, სწორედ, ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა.

ქმარს დაუხედავს და უთქვამს - ეს კიდევ არ მოკვდა?! - გურიაში კაცს ცოლის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ
2021-10-18ქმარს დაუხედავს და უთქვამს - ეს კიდევ არ მოკვდა?! - გურიაში კაცს ცოლის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ

 

„უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა და ყველაზე კარგ ფორმაში რაც მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს. ვარ ძალიან კმაყოფილი და ძალიან დამუხტული გამოვედი. „ბრძოლა ბოლომდე“ – ასეთია მისი მთავარი მესიჯი, რომელიც მას უნდა რომ ყველას გავაგებინოთ. ამავე დროს იძახის რომ პერმანენტული აქციები აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ დღეს ყველაფერი უნდა იყოს იმისთვის, რომ 30 ოქტომბერს ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს.“- განაცხადა კობა ნაყოფიამ.

 

ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად იმყოფებოდა პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან თამარ კორძაიაც. მისი თქმით, სააკაშვილის სრულ პოლიტიკურ და მორალურ მზადყოფნას გამოხატავს გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რომლის მიზანიც ივანიშვილის დამარცხებაა:

 

„მასთან საუბრისას ერთი რამ არის ცხადი და ნათელი, რომ ის არის ბრძოლით აღსავსე. თვლის, რომ ეს ბრძოლა ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს და მოიგებს კიდევაც. სრულ მზაობას გამოხატავს პოლიტიკურს, მორალურს, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუჭიროს მხარი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის დამარცხება.“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X