12:06 | 2021-10-03 ავტორი: Prime Time

კობახიძე: კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში მყარი უმრავლესობა ეყოლება

კობახიძე: კახა კალაძეს თბილისის საკრებულოში მყარი უმრავლესობა ეყოლება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის საკრებულოში მმართველი პარტია მყარი უმრავლესობით იქნება წარდგენილი.

„თბილისის საკრებულოში, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 29 წევრით იქნება წარდგენილი“, – აღნიშნა მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 

„ქართულ ოცნებას„ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვულოცავ გამარჯვებას - იაგო ხვიჩია
2021-10-03„ქართულ ოცნებას„ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვულოცავ გამარჯვებას - იაგო ხვიჩია

 

მისივე თქმით, საწყენია, რომ დედაქალაქში მერის არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა, ბუნებრივია, ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე, საბოლოოდ, ამ არჩევნებს მოიგებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში, მომდევნო 4 წლის განმავლობაშიც. თბილისის საკრებულოში, „ქართული ოცნება“, სულ მცირე, 29 წევრით იქნება წარდგენილი. უმრავლესობის მოპოვებას მინიმუმ 26 წევრი სჭირდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები პირველივე ტურში მოიგო.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X