
როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და „გლავკანალისა“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს სირცხვილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„გეტყვით რა არის პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა. როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და „გლავკანალისა“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი, მიდის პრემიერ გახარიასთან და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი“, – განაცხადა კობახიძემ.
სპეცოპერაცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.
„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)






















