
„ყოჩაღ საქართველო სწორი გადაწყვეტილებებისთვის“, – ასე ეხმაურება კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი კორონავირუსთან საქართველოს ბრძოლის სტრატეგიას და კომენტარს ურთავს ამავე თემაზე Eurasianet-ის მომზადებულ სტატიას.
Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კავკასიის საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსი თავის სიტყვებს ასე ხსნის:
„შეიძლება, ამის მიზეზია ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების დიდებული კოჰორტა და სიმტკიცე გაჭირვების დროს – ჩვევები, რომლებიც დასავლელებმა თითქმის დაივიწყეს“, – წერს თომას დე ვაალი Eurazianet-ის სტატიის ბმულზე, რომელიც ამ გამოცემის მიმომხილველმა ჯოშუა კუცერამ გაზიარა.
Well done, #Georgia, for getting it right. Something maybe to do with a great cohort of health professionals and good habits of resilience in times of trouble–habits that Westerners have all but forgotten. https://t.co/rA1CmdaVhl
— Thomas de Waal (@Tom_deWaal) March 20, 2020






















