14:58 | 2021-08-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კოლაფსი გარდაუვალია… ნუთუ მართლა ღირს ეს ქორწილები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ? – ნანა გეგეჭკორის არადამაიმედებელი პროგნოზი 

კოლაფსი გარდაუვალია… ნუთუ მართლა ღირს ეს ქორწილები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ? – ნანა გეგეჭკორის არადამაიმედებელი პროგნოზი 

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს, რომ თუ საზოგადოება არ აიცრა და პრევენციები არ დაიცვა, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი გარდაუვალია.

 

„თუ არ დავიცავთ პრევენციის წესებს, არ ავიცრებით და ყველა შესაძლებლობას არ გამოვიყენებთ კორონავირუსისთვის გავრცელების არეალის შესაზღუდად;

 

– ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი გარდაუვალია.

 

– ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი არ ნიშნავს მხოლოდ არასაკმარის საწოლებს. კოლაფსის ნაწილია გამოფიტული სამედიცინო პერსონალი, ამოწურული ტექნიკური შესაძლებლობები, ქაოსი რეგულაციებში და ა.შ.

 

შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაბრუნდება - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება
2021-08-06შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაბრუნდება - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

 

– გადატვირთული ჰოსპიტალური სექტორი ნიშნავს, კოვიდის გარდა ყველა სხვა სამედიცინო პრობლემისთვის არასაკმარის ყურადღებას. მაგალითად, პაციენტები მიოკარდიუმის ინფარქტით, ინსულტით, გულის უკმარისობით, პანკრეატიტით და ასე შემდეგ, ვერ მიიღებენ სამედიცინო დახმარებას რადგან მათთვის ფიზიკურად ადგილები აღარ დარჩება. უკეთეს შემთხვევაში, მოუწევთ ისეთ გარემოში მკურნალობა სადაც კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი საფრთხეა.

 

რამდენად ადვილი იქნება ამა თუ იმ მწვავე დაავადებას თანდართული კოვიდის უსაფრთხოდ გადატანა თავად განსაჯეთ… ასე დაიღუპა ამერიკაში უამრავი ადამიანი სახლში, სხვა არაკოვიდური დაავადებებით, პანდემიის პირველ კვირებში. ფიზიკურად ჰოსპიტლებს არ ჰქონდათ არანაირი რესურსი მათ მისაღებად.

 

ნუთუ მართლა ღირს ეს ქორწილები, კონცერტები, და სხვა ტიპის თავყრილობები ამდენი ადამიანის სიცოცხლედ?“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

დაჭრილი კლინიკაში თავის ფეხით მივიდა... - მკვლელობა ბორჯომში
2021-08-06დაჭრილი კლინიკაში თავის ფეხით მივიდა... - მკვლელობა ბორჯომში
  
დაიჭირეს თევზი, რომელსაც „ადამიანის კბილები“ აქვს - BBC 
2021-08-06დაიჭირეს თევზი, რომელსაც „ადამიანის კბილები“ აქვს - BBC 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X