
21 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 901 ადამიანი დიანფიცირდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 2586, ხოლო გარდაიცვალა 74 ადამიანი. ასობით ექიმი ამ ვერაგი ვირუსის პირისპირ პაციენტთან ერთად მარტო რჩება. აი რას ამბობენნ ისინი.
კახა ჩომახიძე, რეანიმატოლოგი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამედიცინო პრაქტიკული ცენტრი
24 საათი სამსახურში ვართ ყველა. ეკიპირებას რომ ჩავიცვამთ, აღარც ჭამა ახსოვს ვინმეს და აღარც – საპირფარეშო. ვუძლებთ, მაგრამ ხალხიც უნდა მოგვეხმაროს, ნიღბით იაროს, აიცრას. აცრილები რეანიმაციულში არ ხვდებიან, მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა, ისიც პაციენტი „დიაბეტიკი“ იყო და შაქარი დაუვარდა. მეორე დღესვე დატოვა რეანიმაცია.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მძიმე პაციენტი ჩვეულებრივი ამბავი გახდა, დაავადებაც გაახალგაზრდავდა. 33 წლის ბიჭი გვყავდა ამასწინათ. კი გაეწერა, მაგრამ ასეთი ახალგაზრდა მანამდე არ მყოლია.
ღამის სამ საათზე ვაჟა აზარაშვილი მოხვდა ჩვენთან, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ჩემს კოლეგას მარიკა ეფრემიძეს დავურეკე, მოდი, არ მინდა ეს კაცი მარტოს ჩამაკვდეს ხელში-მეთქი. მოვიდა მარიკა. ის რომ არ ყოფილიყო, პაციენტი ვერ გადარჩებოდა. განაგრძეთ კითხვა























