00:14 | 2021-04-09 ავტორი: Prime Time

კომენდანტის საათის დროს 2 მამაკაცი დაჭრეს

კომენდანტის საათის დროს 2 მამაკაცი დაჭრეს

გორში, უფლისციხის ქუჩაზე 2 მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებსა და შუახნის მამაკაცს შორის სიტყვიერი ანგარიშსწორება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც 2 პირის დაჭრით დასრულდა. ინფორმაციას „ინფორუსთავი“ ავრცელებს.

 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19/108 მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

ავტორი: Prime Time

X