
მოიხსნება თუ არა ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა – საკითხზე დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.
დეტალები ჯერჯერობით უცნობია, განიხილება შეზღუდვის პერიოდის შემცირებაც.
ის, რომ გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქება/მოხსნის საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გავა დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაადასტურა.























