
გადაადგილების შეზღუდვაზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
“დიდი ალბათობით, ხვალ იქნება საბჭო და მერე პრესკონფერენცია და მაგ კითხვებზე პასუხი ხვალ იქნება”, — განაცხადა მან.























