23:18 | 2021-11-09 ავტორი:

კომპანია Philip Morris-მა განაცხადა, რომ სიგარეტის გაყიდვები, შესაძლოა, საერთოდ შეჩერდეს

კომპანია Philip Morris-მა განაცხადა, რომ სიგარეტის გაყიდვები, შესაძლოა, საერთოდ შეჩერდეს

 

ანალიტიკური ფირმა Jefferies-ში ფიქრობენ, რომ მწეველები მალე აღარ იარსებებენ.

 

“მარეგულირებლებისა და თამბაქოს ამბიციების ზრდასთან ერთად, ბევრ ქვეყანაში, რამდენიმე თაობის შემდეგ სიგარეტს აღარავინ მოწევს. თუ ასე მოხდება, ეს ალბათ ისეთი შემცირებული რისკის მქონე პროდუქტების დამსახურება იქნება, როგორიც ელექტრო სიგარეტია”. — განაცხადა ანალიტიკოსმა ოუენ ბენეტი.

 

„თუ მწეველებს სურთ გარისკონ, საკუთარი ჯანმრთელობა თამბაქოს გამო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ნაკლებად შეშფოთებულნი იქნებიან COVID 19-ით“ – წერენ ანალიტიკოსები.

 

Citigroup Inc. ფიქრობს, რომ მწეველთა რიცხვი ახლო მომავალში დაიკლებს და 2050 წლისთვის განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის აშშ-ში, ევროპის ნაწილსა და ავსტრალიაში მოწევის სურვილი თითქმის სულ გაქრება. ბოლო 20 წლის მანძილზე, მწეველი ბავშვების რიცხვი თითქმის 75%-ით შემცირდა.

 

ეს სიახლე ძალიან დიდი წინსვლის სიმბოლოს წარმოადგენს. Big Tobacco-ს ახლა პოზიციის შეცვლა უწევს და იგი ტრადიციული თამბაქოს ნაცვლად, ახლა ელექტრონულ სიგარეტებზე და სხვა მსგავს პროდუქტებზე აკეთებს მეტ აქცენტს.

 

კომპანია Philip Morris-მა განაცხადა, რომ სიგარეტის გაყიდვები, შესაძლოა, საერთოდ შეჩერდეს.

 

კომპანია ახლა ცდილობს, თავისი მომხმარებლები სიგარეტის ახალ, უფრო ჯანსაღ ალტერნატივაზე 2025 წლისთვის გადაიყვანოს.

 

ავტორი:

X