
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ევოლუშენ გეიმინგის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა.
როგორც იქ მომუშავე თანამშრომელი გვიყვება, ობიექტი დახურულია, რადგან ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე რამოდენიმე ადამიანი სიცხით გადაყვანილია საავადმყოფოში.
„კომპანია ევოლუშენ გეიმინგი არ ემორჩილებოდა წესებს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მაშინაც კი არ დაკეტეს და აგრძელებდნენ მუშაობას. თანამშომლები სიცხიანი დადიოდნენ და ამ კომპანიაში ათასობით ადამიანი მუშაობს, რომელთანაც ჩვენ უშუალო კონტაქტი გვქონდა მაშინ, როდესაც მორიგეობას გადავაბარებდით ერთმანეთს. მეც ჩემი თანამშრომლებისგან გავიგე, რომ ერთ-ერთ მათგანს დაუდასტურეს კორონავიურუსიო, თუმცა ამას ასე არ აფიშირებენ. ჩვენთან ბოლნისელი დილერებიც მუშაობენ, არ გამოვცრიცხავ, სწორედ რომელიმე მათგანი იყოს ვირუსის ჩამომტანი“, – გვიყვება წყარო.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, მას შემდეგ, რაც გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თანამშრომლებში პანიკა გავრცელდა. თუმცა, საბედნიეროდ, მას COVID 19 არ დაუდასტურდა და მითითება მიეცა, რომ ორი კვირა თვითიზოლაციაში დარჩეს.
ამ თემაზე:























