
StopCov ფონდი სპეციალური პლატფორმაა, სადაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ კორონავირუსთან საბრძოლველად ნებისმიერი ოდენობის თანხა გადარიცხონ. ეს თანხა მთლიანად მოხმარდება საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას თუ სხვა აუცილებელად გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებას.
როგორც ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დაახლოებით 40-მდე კომპანიამ გამოთქვა მზაობა და უკვე მიმდინარეობს ფონდის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ასე გამოიყურება კომპანიების სია, რომლებმაც უკვე ჩარიცხეს თანხა/ან ჩარიცხავენ:
თიბისი ბანკი • TBC – 5 000 000₾
MagtiCom • მაგთიკომი – 3 000 000 ₾
Silknet • სილქნეტი – 1 000 000 ₾
ORBI GROUP • ორბი გრუპი – 1 000 000 ₾
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები – 1 000 000 ₾
შ.პ.ს „პსპ“ (ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი) – 300 000 ₾
ანაგი დეველოპმენტი • Anagi Development – 300 000 ₾
Dirsi • დირსი – 200 000 ₾
Tegeta Motors • თეგეტა მოტორსი – 200 000 ₾
Basisbank • ბაზისბანკი – 100 000 ₾
Hualing Group – 100 000 ₾
„ფილიპ მორის საქართველო“ – 100 000 ₾
m2 • მ2– 100 000 ₾
Rustavi Azot • რუსთავის აზოტი – 100 000 ₾
Askaneli Brothers • ასკანელი ძმები – 100 000 ₾
მამუკა ხაზარაძე (ლელო) – 100 000 ₾
ფეხბურთის ფედერაცია – 100 000 ₾
„ყვარლის სარდაფი” – 100 000 ₾
თამ მენეჯმენტი (ვაჟა თორდია) – 75 000 ₾
მაგნიტი • Magniti – 50 000 ₾
არქი • Archi – 50 000 ₾
Gulf • გალფი – 45 000 ₾
მაღაზიათა ქსელი „ზღაპარი” – 30 000₾
ავიაკომპანია Airline Geo Sky – 20 000₾
სარაჯიშვილი – 50 000 ₾
მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე, ასევე ჩამოთვლილია იმ კომპანიების სია, რომლებმაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და სახელმწიფოს სხვადასხვა დახმარება გაუწიეს.























