22:48 | 2020-08-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კომპანიის მხრიდან დარღვეულია სტანდარტი – პროფკურორტის დირექტორი შატილის ტრაგედიაზე

კომპანიის მხრიდან დარღვეულია სტანდარტი – პროფკურორტის დირექტორი შატილის ტრაგედიაზე

პროფკურორტის დირექტორი მაია მარუაშვილი პრაიმტაიმთან საუბრისას აცხადებს, რომ შატილში მომხდარ ტრაგედიაში პასუხისმგებელი კომპანიაა, რომელმაც ტურს ორგანიზება გაუწია.

 

ის ამბობს, რომ ქარხნული სტანდარტის დარღვევისა და კუსტარულად გადაკეთებული, გადიდებული, 16 ადგილიანის ნაცვლად, 20 კაცზე გათვლილი მიკროავტობუსით გადაადგილება დაუშვებელია მოცულობისა და სიმძიმის გამო…

 

ვის ეკუთვნის ტურისტული კომპანია, რომლის ტური შატილში ტრაგედიით დასრულდა
2020-08-24ვის ეკუთვნის ტურისტული კომპანია, რომლის ტური შატილში ტრაგედიით დასრულდა

 

მაია მარუაშვილი ტურისტებს რეკომენდაციას აძლევს, რა უნდა იცოდნენ ტურის დაგეგმვისას და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ ტურისტული კომპანიები:

 

„როცა სხვის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას იღებ, პირველ რიგში, საყურადღებო გამართული ტრანსპორტით უზრუნველყოფაა. ხშირად ისიც ხდება, რომ მიკროავტობუსის მძღოლებს ელემენტარული ხელსაწყოებიც არ აქვთ თან.

 

გარდა გამართულობისა და სისუფთავისა, საყურადღებოა, რომ მიკროავტობუსს ჰქონდეს ტექინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტუროპერატორებს გვაქვს ვალდებულება მოვითხოვოთ აღნიშნული საბუთი და მძღოლები ვალდებულები არიან, მოგვაწოდონ.

 

 – რა დარღვევას ხედავთ კომპანიის მხრიდან? 

 

– როცა მსგავს გზებზე მიდის მიკროავტობუსი აუცილებელია, დაცული იყოს ქარხნული ზომა და არა კუსტარულად გადაკეთებული და გადიდებული. ის მიკროავტობუსი, რომელიც შატილში იმყოფებოდა, საკმაოდ ძველი მოდელი იყო. გარდა ამისა, ეს 18 ადგილიანია სტანდარტით.

 

იქ კი 20 ადამიანი იჯდა… ამას ტვირთის წონაც ემატება, რაც სტანდარტს არღვევს. გრძელი მანქანით გადაადგილება ასეთ ვიწრო ხეობაში დაუშვებელია. მანქანა აღჭურვილი უნდა იყოს ხიდებით.

საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში... - ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე შატილში მომხდარ ტრაგედიაზე
2020-08-24საშინელება ხდება ჩემს სადარბაზოში... - ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

 

გზა ვიწროა, წვიმისას საშიშია, ამიტომ კარგი საბურავები უნდა ჰქონდეს და მძღოლი აუცილებლად გამოცდილი უნდა იყოს. 100 კილომეტრის მანძილზე, ჟინვალიდან შატილამდე სრულად ოფროუდია, ანუ ცუდი გზაა. ამ მანძილის დაფარვას 3-4 საათი სჭირდება. ასეთ გზაზე, ერთ დღეში დაგეგმო ტური, არ შეიძლება, მით უმეტეს – ღამე.

 

როცა ასეთი ტური იგეგმება, დილის 05:00 საათზე უნდა გავიდეს, რომ დაღამებისას საწყის ადგილზე დაბრუნდნენ ტურისტები. იქ მობილური კავშირი ყველგან არ არის, სასწრაფო მალე ვერ მოვა, რადგან დუშეთიდან ამოსვლას დრო სჭირდება.

 

წვრილი კომპანიები ძირითადად, იაფფასიან მიკროავტობუსებს ქირაობენ. ნორმალური გიდი 150-200 ლარზე ნაკლებად ტურს არ გაჰყვება, ამას მძღოლის ანაზღაურება და მათი კვება ემატება. 22 ადამიანის ნაცვლად, მე მაგალითად მიმყავს 16 ტურისტი და წვრილი კომპანიებისგან განსხვავებით, 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარი მიჯდება.

 

სამაგიეროდ, ვქირაობ დაზღვეულ მიკროავტობუსს და რისკებს მეტნაკლებად ასე ვმართავთ, ვისაც პასუხისმგებლობა გვაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, უბედური შემთხვევისგან დაზღვეულები არავინ ვართ.

 

– გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა…

ვერც სიტყვით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, ძველი ჭრილობა გამიხსნა - გელა დაიაური შატილის ტრაგედიაზე
2020-08-24ვერც სიტყვით გადმოვცემ იმ სულიერ სიმძიმეს, ძველი ჭრილობა გამიხსნა - გელა დაიაური შატილის ტრაგედიაზე

 

– როგორც ვიცი, მიკროავტობუსი კომპანიას ეკუთვნოდა და მძღოლი იყო დაქირავებული. როგორც არ უნდა იყოს, კომპანიის პასუხისმგებლობაა ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსით ტურისტების გადაადგილების უზრუნველყოფა.

 

ეს მერამდენე შემთხვევაა, თუ გავიხსენებთ სასკოლო ექსკურსიას,  გომბორზე მომხდარს შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

 

– რა გამოსავალი არსებობს ტურისტული კომპანიებისთვის რეგულაციების დაცვის კუთხით?

 

– ერთადერთი გამოსავალი ქაღალდზე დაწერილი რეგულაციების აღსრულებაზე მონიტორინგია, რომლებიც აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს. ამ ყველაფერს კი, ჩემი აზრით, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა განაპირობებს. გადამხდელუუნაროა მომხმარებელი.

 

დაბალბიუჯეტიან ტურებს ამიტომაც სთავაზობს ესა თუ ის კომპანია და 15 ლარად იმიტომ მიდის მძღოლი, რომ მანქანის შეკეთების ნაცვლად, ცოლ-შვილს პური მიუტანოს. ოპერატორი კი, გადამხდელუნარიან მომხმარებელს უბრალოდ ვერ ნახულობს. ისინი საარსებო მინიმუმს იღებენ და არაფერს მეტს…

 

– რა რეკომენდაციებს მისცემთ მომხმარებლებს?

 

– მომხმარებლებმა ტურზე წასვლამდე, კომპანიას უნდა მოსთხოვოს, გამართული ტრანსპორტი, კვალიფიციური გიდი, რომელმაც უნდა იცოდეს ადგილმდებარეობა, გადაუდებელი დახმარება, კრიზისული სიტუაციების მართვა და ა.შ.

 

ამ მოთხოვნებზე პასუხისგან მიხვდება ყველა, რამდენად კეთილსინდისიერად არიან მომზადებულები.

 

მომხმარებელმა ერთხელ რომ გააპროტესტოს მომსახურების დაბალი ხარისხი, აუცილებლად გაითვალისწინებენ და გამოსწორდება ყველა დარღვევა. ამიტომ, მომხმარებლების პასუხისმგებლობაც არის, გარკვეულწილად.“ – ამბობს პროფკურორტის დირექტორი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X