11:37 | 2020-06-19 ავტორი: Prime Time

კომუნიზმის შიზოფრენია – აფხაზეთის გასაბჭოების „წითელი ისტორია“

კომუნიზმის შიზოფრენია – აფხაზეთის გასაბჭოების „წითელი ისტორია“

საბჭოთა ხელისუფლებისთვი მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით საშიში ადამიანები გიჟებად გამოეცხადებინა. ასე ხომ მათ აღარავინ დაუჯერებდათ.

 

ამ მეთოდის შესახებ მეტნაკლებად ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი. თუმცა, დღემდე არ არსებობდა არანაირი მონაცემები, რეალურად ვინ გადიოდა იძულებით „მკურნალობას“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

 

ადამიანები იძულებით მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ასეთი მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობდა. პირველ რიგში მათი სახელებისა და გვარების მოძიება იყო საჭირო.

 

ამის გასარკვევად პრაიმტაიმმა იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.

 

 

XX საუკუნის 30-იან წლებში ძველმა ბოლშევიკმა ს.ფილიამ აფხაზეთის გასაბჭოებაზე მოგონებები დაწერა, რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიის გაყალბებასა და შელამაზებას ემსახურებოდა.

 

ისევე როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში, ამ მოგონებებშიც შენიღბულია 1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა წითელი არმიის მიერ.

 

ს.ფილიას მოგონებები აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაზე

1917-1921 წლები

 

1917 წლის დასაწყისში ტუაფსეს ვარვარინის სასოფლო-სამეურნეო სკოლაშ ვსწავლობდი.

 

თებერვლის რევოლუციის შემდეგ სკოლა დაიშალა და მოსწავლეები დაგვითხოვეს. მე გუდაუთაში დავბრუნდი, სადაც იმ ახალგაზრდების წრეში მოვხვდი, ნესტორ ლაკობას ირგვლივ რომ იყვნენ შემოკრებილნი.

 

ლაკობა პროპაგანდას უწევდა და გვაცნობდა ბოლშევიზმის ძირითად საწყისებს, რამაც მთელი არსებით გამიტაცა და დამაინტერესა.

 

ამავდროულად, ამხანაგი ლაკობა და მისი უახლოესი მეგობრები აქტიურ აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ გუდაუთის მაზრის გლეხთა შორის.

 

აგიტაციას ეწეოდნენ სსვა პარტიის წარმომადგენლებიც, მაგრამ ბოლშევიკების ზედმიწევნით გასაგები პროგრამა გლეხებზე უფრო მეტ შთაბეჭდილებას ახდენდა.

 

 

ამ პერიოდისთვის გლეხები საბოლოოდ არ იყვნენ ჩამოყალიბებულნი, თუმცა მათი სიმპათიები ბოლშევიკების მხარეს იხრებოდა.

 

გლეხების განწყობა გამოჩნდა ლიხნში, სამაზრო ყრილობაზე, ადგილობრივი ხელისუფლების არჩევისას. მაზრის კომისრად ერთხმად ნესტორ ლაკობა აირჩიეს.

 

ამგვარად,1917 წლის აპრილიდან გუდაუთის მაზრაში ბოლშევიკების გავლენა საკმაოდ დიდი იყო. განსხვავებული ვითარება სუფევდა სოხუმში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკებს სოხუმში ძლიერი ორგანიზაცია ჰქონდათ, მაინც დიდი იყო მენშევიკების გავლენა.

 

სოხუმში თანდათან უფრო მწვავდებოდა ბრძოლა მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის. სერიოზულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი სახელმწიფო თეატრში.

 

თბილისიდან მივლინებული მენშევიკების ლიდერის, ჩხენკელის მოხსენების დროს, სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს ნესტორ ლაკობას, რაც თითქმის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა

 

გუდაუთის მაზრაში ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობითა და ორგანიზატორიბით ბოლშევიკურ აგიტაციას ეწეოდნენ: ეგნატე ვარდანია, კოსტა ინალ-იფა და სხვები.

 

ზაფხულის ბოლოს გლეხთა ორგანიზაცია „კერაზი“დაარსდა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ბოლშევიზმის პროპაგანდაში გუდაუთის მაზრაში.

 

1917 წლის ბოლოსთვის ბოლშევიკების პოზიცია საბოლოოდ განმტკიცდა.

 

სოხუმში ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის ბრძოლა თანდათან უფრო ძლიერდებოდა.

 

ცენტრალური ხელისუფლება აფხაზეთში კვლავ მენშევიკების ხელთ რჩებოდა.გუდაუთის მაზრის ბოლშევიკებმა მჭიდრო კავშირი დაამყარეს სოჭის ბოლშევიკურ ორგანიზაციასთან, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოიარკო იყო.

 

1918 წლის თებერვალში სოხუმში სრულიად აფხაზეთის გლეხთა მეორე ყრილობა შედგა. ყრილობაზე მენშევიკებსა და ბოლშევიკებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს საკუთარი ინტერესების დაცვა.

 

გუდაუთის მაზრაში ბოლშევიკთა შორის ნელ-ნელა მწიფდებოდა შეიარაღებული გამოსვლის იდეა.

 

ჩვენი, გუდაუთის ორგანიზაცია, ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით, გადამწყვეტ მოქმედებებზე გადავიდა.

 

ნესტორ ლაკობა

 

გადატრიალების შედეგად გაგრაში საბჭოთა მმართველობა გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების გამოსაცხადებლად სხვა მხარეებშიც მოიწვიეს სოფლის ყრილობები.

 

გადამწყვეტი საერთო ყრილობა გაიმართა ლიხნში, სადაც საბჭოთა ხელისუფლება უზენაესად აღიარეს და ამით გლეხობის განწყობამ საბოლოო ფორმალური სახე მიიღ. გუდაუთის კონფერენციაზე გადაწყდა სოხუმში შესვლა. სწრაფად ჩამოყალიბდა პარტიზანულ-გლეხური რაზმები.

 

აფხაზები, სომხები, ქართველები, ბერძნები და რუსი გლეხები – ყველანი ერთსულოვნად ეწერებოდნენ პარტიზანულ რაზმებში. ახალ ათონში, სადაც მე ვიმყოფებოდი, თავდაპირველად კოსტა ინალ-იფა შემოვიდა თავისი რაზმით. აქ გაჩერდა და სხვების შემოერთებას ელოდა. ჩვენი ძალები ათონში იყრიდა თავს.

 

გუდაუთის ორგანიზაციას უწყვეტი კავშირი ჰქონდა სოხუმის ორგანიზაციასთან. მეგრელებმა პარტიზანული რაზმი ჩამოაყალიბეს სოხუმიდან კოდორამდე.

 

წებელდინის რაიონში პარტიზანული დაჯგუფება სომხებისგან შედგებოდა. სომხურ სოფლებში ამ რაზმების ორგანიზებას ამხანაგი ათარბეგოვი ჩაუდგა სათავეში.

 

მას შემდეგ, რაც ათნშ ძალები გავიმაგრეთ, ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით სოხუმისკენ დავიძარით.

 

მენშევიკები არ იყვნენ მზად შეიარაღებული ბრძლისთვის, თუმცა ტექნიკურად მეტად იყვნენ აღჭურვილნი, ვიდრე ჩვენ.

 

მათ ძლიერი არტილერია და ტყვიამფრქვევი ჰქონდათ, მაგრამ ხალხი არ მიემხრო და იძულებულნი გახდნენ , ქალაქი ჩვენთვის დაეთმოთ. ქალაქის თავმა ჩხიკვიშვილმა მატროსების გარეუბანშ ჩვენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნებდებოდა.

 

ქალაქში ჩვენი, გუდაუთის რაზმები ერთდროულად ორი მხრიდან შევიდა, სხვა მხრიდან კი სომხებისა  და მეგრელების რაზმები მოადგა. ქალაქი დავიკავეთ.

 

ჩამოყალიბდა რევკომი, რომელშიც შევიდნენ ამხანაგები: ათარბეგოვი, ნესტორ ლაკობა, ეშბა, სევა კუხალეიშვილი და სხვები. შეუდგნენ ხელისუფლების ორგანიზებას , ბურჟუაზიას დაეკისრა კონტრიბუცია, გამოიცემოდა ჩვენი გაზეთი „Сухумская правда“.

 

მენშევიკ ლიდერთა ნაწილი სოხუმიდან ტიფლისში გაიქცა, სადაც გადაწყდა წითელ აფხაზეთზე შეტევა. გენერალ მაზნიევის ბრძანებით, გამოგზავნეს მენშევიკთა სახალხი გვარდიის ნაწილი ვ.ჯუღელის ხელმძღვანელობით.

 

მათ ოჩამჩირეში თავადთა და აზნაურთა პარტიზანული რაზმი შეუერთდა. გაერთიანებული არმია სოხუმისკენ წამოვიდა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, შევკრიბეთ პარტიზანული რაზმი კოდორის რაიონში, რომელსაც სათავეში ვალიკო ბახტაძე ჩაუდგა, არტილერიას კი ამხანაგი კოსტა ინალ-იფა ხელმძღვანელობდა.

 

ბრძოლა კოდორში ცხრა დღე გაგრძელდა.

 

მენშევიკები ტექნიკურად ჩვენზე ძლიერნი აღმოჩდნენ. ძიერმა არტილერიამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. კოდორში, წყლის დაბალი ფონის წყალობით, მათ შეძლეს ძალების ფორსირება, შედეგად იძულებულნი გავხდით უკან დაგვეხია და სოხუმი დაგვეტოვებინა.

 

საბჭოთა ხელისუფლებამ სოხუმში 42 დღე იარსება.

 

მენშევიკების ზეწოლამ იძულებულნი გაგვხადა, გაგრამდე დაგვეხია, სადაც გაგრის პარტიზანული რაზმი შემოგვიერთდა.მათ შრის იყო ანტონოვის დაჯგუფებაც.

 

ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით ბრძოლით ავიღეთ გუდაუთა, დავატყვევეთ მენშევიკთა რეგულარული არმიის 250 ჯარისკაცი და ხელთ ჩავიგდეთ საბრძოლო მასალა.

 

ახალ ათონამდე ბრძოლით მივედით. ფრონტის ხაზი რამდენიმე დღე შევინარჩუნეთ, თუმცა ათონში ბრძოლისას დაიღუპა საიდ შამბა, დაიჭრნენ საშა გოგობერიძე და სხვები.

 

მენშევიკების შეტევის გამო ბზიფამდე დავიხიეთ. აქ ჩვენი რაზმი დაიშალა, პარტიზანების ძირითადი ნაწილი ტყეში დაიმალა.დარჩა პატარა დაჯგუფება ამხანაგ ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით, რიმელშიც შედიოდნენ აფხაზები, მეგრელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

 

მენშევიკები სოჭისკენ მიიწევდნენ.

 

ადლერში ბრძოლა გაიმართა. რაზმში 500-600-მდე კაცი გვყავდა. დაზვერვაზე გასული ვასილ ლაკობა დაიჭრა. მორიგი ბრძოლა ხოსტასთან მოხდა. მენშევიკებს თეთრგვარდიელი კაზაკები შეუერთდნენ. ნელ-ნელა ტუაფსემდე დავიხიეთ.

 

ტუაფსეში ადგილობრივი წითელარმიელები შემოგვიერთდნენ. მენშევიკებთან ბრძოლა თითქმის მთელი თვე გაგრძელდა, ვასილ ლაკობა კვლავ დაიჭრა.

 

ტუაფსეში მიზნად დავისახეთ ადგილობრივი გლეხებისგან ეროვნული რაზმის ჩამოყალიბება. ნესტორ ლაკობა ჩერქეზეთის აულებში ეწეოდა პროპაგანდას მენშევიკების წინააღმდეგ.

 

იქ მცხოვრებლებს მოუწოდებდა, გამოსულიყვნენ საბრძოლველად და გათავისუფლებულიყვნენ თეთრგვარდიელთა უღლისგან.

ჩვენი რაზმი ორ ფრონტზე იბრძდა, ერთი მხრივ – მენშევიკების და მეორე მხრივ – ალექსეევის თეთრგვარდიელების წინააღმდეგ.რაზმის ერთი ნაწილი ნოვორისიისკში გამაგრდა, მეორე ნაწილი კი, სადაც მე ვიყავი, მაიკოპისკენ დაიძრა.

 

ბელორეჩენთან მენშევიკებსა და თეთრგვარდიელებს შორის შეტაკება მოხდა. ბრძოლის დროს მოკლეს მენშევიკების გენერალი ჭკადუა, რის შემდეგაც მენშევიკებმა ტუაფსესკენ დაიხიეს.

 

1918 წლის ივნისის შუა რიცხვებში მოწინააღმდეგის განახლებულმა ჯარმა ჩვენი განადგურება დაიწყო. ძალიან რთული მდგომარეობა შეიქმნა.

 

ჩვენ, აფხაზურ რაზმს, დავალება მოგვცეს, უღელტეხილით აფხაზეთშ გადავსულიყავით და იქ კვლავ ჩამოგვეყალიბებინა პარტიზანული რაზმები, რათა მოწინააღმდეგისთვის ზურგში დაგვერტყა.

 

ნესტორ ლაკობას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რამდენიმე კაცთან ერთად სერგო ორჯონიკიძეს შეხვედროდა, თუმცა, რაზმის ნაწილმა, რომელიც კარგად გრძნობდა აფხაზეთში დაბრუნების აუცილებლობას, გადააფიქრებინა წასვლა და აფხაზეთში დავბრუნდით.

 

მენშევიკების მიერ განახლებული რეპრესიების ფონზე შეუძლებელი ჩანდა პარტიზანული რაზმების ჩამოყალიბება.

 

თავადაპირველად ტყეში დავიმალეთ. შევუდექით იატაკქვეშა სამუშაოებს მენშევიკების წინააღმდეგ და გლეხთა გასათავისუფლებლად.

 

მენშევიკები გამარჯვებას ზეიმობდნენ.

 

ნესტორ ლაკობა და კოსტა ინალ-იფა ბოლშევიკური პარტიის ლეგალიზაციამდე ტყეში იმალებოდნენ. მიუხედავად ბოლშევიკური პარტიის ლეგალიზაციისა, ნესტორ ლაკობა მალევე დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოსა და აფხაზეთის ფარგლებიდან, მე გუდაუთის მაზრაში ვცხოვრობდი და მეგობრებთან ერთად იატაკქვეშა სამუშაოებს ვეწეოდი.

 

1919 წელს კოლია ბახტაძემ ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციის დასახმარებლად სოჭიდან ფული, პროკლამაციები და დოკუმენტები წამოიღო. თანხის ტრანსპორტირებაში მეც ვიღებდი მონაწილეობას. ყველაფერი სოხუმში ჩავიტანეთ.

 

მენშევიკები გამარჯვებას ზეიმობდნენ, მაგრამ მათი ძალაუფლების ზეიმს ბოლო მოეღო.

 

საქართველოში გლეხთა მღელვარება დაიწყო. გლეხთა უკმაყოფილებას ადგილი ჰქონდა აფხაზეთშც. მენშევიკები სასტიკად გაუსწორდნენ მათ.

 

ქედის მაზრაში გლეხთა მოძრაობის ჩახშობა მენშევიკებმა ბოლომდე ვერ შეძლეს. ამბოხებამ ბორჩალოს მაზრაშიც იფეთქა. წითელი არმია აჯანყებული გლეხების დასახმარებლად წამოვიდა.

 

მუდმივი კავშირი გვქონდა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენს მეგობრებთან: ნესტორ ლაკობასთან, აკირთავასთან, ეშბასთან და სხვ. ბორჩალოს მაზრაში აჯანყებისას ისინი ადლერში იმყოფებოდნენ და  მიმდინარე მოვლენებზე სრულ ინფორმაციას ფლობდნენ.

 

 

გუდაუთის მაზრაში გლეხთა უკმაყოფილება ამბოხებაში გადაიზარდა.

 

დადგა გადამწყვეტი მომენტი. წითელი არმიის ნაწილები და ჩვენი მეგობრები გაგრისკენ დაიძრნენ. პილენკოვის რაიონში მენშევიკებმა წითელარმიელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მენშევიკებს ინტერვენტთა ფლოტი დაეხმარა და ჩვენებს ზღვიდან ბომბავდა, წითელარმიელებმა მათი რიგები გაარღვიეს და სოხუმისკენ გაემართნენ.

 

მენშევიკთა ზურგის დასაშლელად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ვცდილობდით, დახმარება გაგვეწია  წითელი არმიისთვის. მენშევიკებმა უკან დაიხიეს, ბევრი მათგანი ტყვედ ჩავარდა.

 

პილენკოვოსთან და ახალ ათონთან ბრძოლებში მეგზურობა წითელარმიელებს ადგილობრივმა გლეხებმა გაუწიეს, რამაც გააადვილა მოწინააღმდეგის შემოვლითი გზების გაკვალვა.

 

მუდმივი კავშირი გვქონდა ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენს მეგობრებთან: ნესტორ ლაკობასთან, აკირთავასთან, ეშბასთან და სხვ. ბორჩალოს მაზრაში აჯანყებისას ისინი ადლერში იმყოფებოდნენ და  მიმდინარე მოვლენებზე სრულ ინფორმაციას ფლობდნენ.

 

დადგა გადამწყვეტი მომენტი. წითელი არმიის ნაწილები და ჩვენი მეგობრები გაგრისკენ დაიძრნენ. პილენკოვის რაიონში მენშევიკებმა წითელარმიელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მენშევიკებს ინტერვენტთა ფლოტი დაეხმარა და ჩვენებს ზღვიდან ბომბავდა, წითელარმიელებმა მათი რიგები გაარღვიეს და სოხუმისკენ გაემართნენ.

 

მენშევიკთა ზურგის დასაშლელად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ვცდილობდით, დახმარება გაგვეწია  წითელი არმიისთვის. მენშევიკებმა უკან დაიხიეს, ბევრი მათგანი ტყვედ ჩავარდა.

 

პილენკოვოსთან და ახალ ათონთან ბრძოლებში მეგზურობა წითელარმიელებს ადგილობრივმა გლეხებმა გაუწიეს, რამაც გააადვილა მოწინააღმდეგის შემოვლითი გზების გაკვალვა.

 

1921 წლის 4 მარტს წითელი არმია სოხუმში შევიდა.

 

ჩრდილოეთ კავკასიიდან წითელ არმიას ჩვენი მეგობრები: ნესტორ ლაკობა, აკირთავა, ეშბა, მიშა ლაკობა, კოსტა ინალ-იფა, ერმილე დომენია და სხვები გამოყვნენ.

 

დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. შეიქმნა რევკომი. აფხაზეთის მშრომელები აღფრთოვანებით შეხვდნენ მენშევიკთა უღლისგან გათავისუფლებას.

 

მერი ბარბაქაძე – „პრაიმტაიმის“ პროექტი კომუნისტური შიზოფრენია

 

„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით იმ ადამიანების შესახებ საარქივო მასალებს, რომლებიც კომუნიზმის ეპოქამ გიჟად შერაცხა.

ავტორი: Prime Time

X