
საბჭოთა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით საშიში ადამიანები გიჟებად გამოეცხადებინა. ასე ხომ მათ აღარავინ დაუჯერებდათ.
ადამიანები იძულებით მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ასეთი მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობდა. პირველ რიგში მათი სახელებისა და გვარების მოძიება იყო საჭირო.
ამის გასარკვევად „პრაიმტაიმმა“ იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.
წერილები „კომუნისტური შიზოფრენიის“ მასალებიდან
ეს განცხადება უკვე გამზადებული იყო გადმოსაცემათ, როდესაც დღეს 31 ოქტომბერს აქ მოხსენებული ინციდენტი გაგრძელდა და მიიღო სრულიად წარმოუდგენელი უმსგავსოების სახე.
დღეს იმავე გამომძებელმა დაიბარა იგივე ნიკო ზურაბიშვილი და დაუწყო კვლავინდებურათ დაკითხვა უცხო ენაზე.
ზურაბიშვილმა იგივე გაუმეორა რაც წინათ. ამის შემდეგ დაატრიალა ყოვლად საზიზღარი სცენა: გააფთრებულმა ყოვლად საზიზღარი ლანძღვა-გინების შემდეგ ხელით შეურაცხყო ზურაბიშვილი და ციხის უფროსს უბრძანა, რომ დაემწყვდიათ კარცერში.
ჩვენ აღარ ვიცით, რა სიტყვებით უნდა გამოვთქვათ ჩვენი აღშფოთება ასეთი საზიზღრობების მიმართ.
– იმედი გვაქვს, გარდა იმისა, რომ მიღებული იქმნება არსებითათ საერთო ზომები, თანახმათ ჩვენი ზემოხსენებული განცხადებისა, ფიცხელ და მიუდგომელ გამოძიებას დანიშნავთ მომხდარ ბოროტმოქმედების შესახებაც.
პოლიტიკური ტუსაღების
მინდობილობით, მათი მამასახლისები: კალ.გოგუა, კ.კანდელაკი, ვლ. სანაძე
№2. მუშათა მიმართვა რევკომს
(წერილს წინ უძღვის თანდართული დოკუმენტი)
საქ. საბჭოთა სოც. რესპუბლიკის რევკომს (ასლი)
ჩვენ რკ-გზის მთავარი სახელოსნოს, არსენალის, ტრამვაის, მბეჭდავთა კავშირის ნავთლუღ-ავლაბარ-ურთაჭალის მუშების დელეგაცია, თვით დარგებში არჩეულნი, ამასთანავე ერთად გიდგენთ თფილისის მუშების განცხადებას, რომელზედაც ხელი უწერია ხუთი ათას ას ოცდათორმეტ მუშას (5 132) და რომლის დედანი მუშების ხელ-მოწერილი ინახება თვით მუშების მიერ:
24 ოქტომბერი 1921 წელი
ასლი სწორია: მუშათა დელეგაციის თავჯდომარე:იას
საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის რევკომს
განცხადება
მიუხედავად თქვენი საჯარო განცხადებისა, რომ დაცული იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყველა არსებითი თვისებები, – და ქართველი ენის სუვენერული და ისტორიული უფლებები ყველა სახელმწიფოების და მათ შორის რუსეთის მიერაც აღიარებული თანდათან, საქართველოს დაპყრობიდან და რევკომის ხელისუფლებების შემოღებიდან, ქართველი მშრომელი ხალხი, როგორც ეროვნულად, სოციალურად, ეკონომიურად, ისე კულტურულად დაიჩაგრა და იჩაგრება.
საქართველოს მიწა-წყალი, ქართველი ერის ტერიტორია დაქუცმაცდა და დაჭრილია. მთელს აფხაზეთში სწარმოებს რუს შავრაზმელთა შოვინისტური პოლიტიკა.
იქ ადგილობრივი მშრომელი ხალხი ყოველგვარ საქმეებიდან განდევნილია, ქართველები კი განიცდიან უდიდეს ტანჯვას, ეროვნულ დევნა-შევიწროებას.
ბათუმის ოლქი სავსებით ოსმალეთის სამხედრო და სასულიერო აგენტების ხელშია, საქართველოს განუყრელი ნაწილი საფრთხეშია ჩავარდნილი, მისი ტერიტორიის მთლიანობას უნუგეშო მომავალი ელის.
ფაქტიურად აჭარა – ანგორის მთავრობის განკარგულებაშია. სამხრეთ-ოსეთში ოს-ნაციონალისტების ბარბაროსული მოქმედებით ქართული სოფლები გაპარტახებულ-დანგრეულ-დაცლილია.
ცხინვალის რაიონში დიდი და პატარა ლიახვის, მეჯვრისხევის და სხვა სოფლებში გრძელდება ქართველი გლეხების მიმართ ძალადობა.
ბორალოს მაზრის დიდი ნაწილი ფაქტიურად საქართველოს ჩამოაშორეს. საქართველოს დედაქალაქის თბილისის კარებს სხვები დაეპატრონენ.
მთელს ჯავახეთში ქართული სოფლები შევიწროებილია. ქართველები განიცდიან ნაციონალურ დევნას, დამცირებას. ქართველი მშრომელი ხალხი სტოვებს იქ თავის მუდმივ კერას და შორდებიან მშობლიურ სოფლებს.
სამაგიეროდ ჯავახეთის მდიდარ და შემოსავლიან მიწებს ინაწილებენ ოსმალეთიდან გადმოხვეწილი ლტოლვილები და სახლდებიან.
აღნიშნულ მხარეებში პოლიტიკური ხელისუფლება არა ადგილობრივ მკვიდრთა ხელშია, არამედ უცხო გარეშე ელემენტები ბატონობენ, რომელნიც ღებულობენ დირექტივებს არა საქართველოს დღევანდელი მმართველებიდან, არამედ სულ სხვა მხრიდან.
ზაქათალის ოლქი, რომელიც ეკონომიურად, პოლიტიკურად, კულტურულად შეკავშირებული იყო თბილისთან და ყარაიააზის რაიონი, რომელიც მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მეჯოგეებისთვის აუცილებელია, საქართველოს ჩამოშორდა.
დღეს იქ ბატონობენ (………). (……….) ჩამოსახლებამ აფხაზეთის ოლქში, ჯავახეთში, ზაქათალ-კახეთში ისეთი ხასიათი მიიღო, რომ ცარიზმის ხანებშიაც არ ყოფილა ასეთი კოლონიზაცია და და საქართველოს მიქა-წყლის დატაცება.
ამგვარად გაერთიანებული საქართველო მჭიდროდ შეკავშირებული და ეროვნულად განვითარებულ გზაზე დამდგარი – დღეს დაქუცმაცებულია, დაჩეხილია და მის თანამედროვე ტრაგიკულ აწმყოსთან ერთად მისი მომავალიც განსაცდელშია.
ქართველი მშრომელი ხალხის ტანჯვით დაგროვილი სიმდიდრე, ეროვნული ქონება,საარსებო სახსარი იღუპება.
საქართველოს რკინის გზის მუშების წვალებით, ოფლით შეძენილი, შექმნილი ვაგონები, ორთქლმავლები თვის ქვეყნის საზღვრებს შორდებიან სამუდამოთ. რკინის გზა დაიშალა, ტრანსპორტი განადგურდა , მრეწველობა ეცემა, ქვეყანა პატარავდება.
ქართული ენა: – ეს ერთად ერთი უდიდესი იარაღი მშრომელ ხალხის განვითარებისა,- სახელმწიფოს საზოგადოებრივ, კულტურულ დაწესებულებებიდან განდევნილია, მიუხედავად მისი სახელმწიფო ენად აღიერებისა.
პარტიების, კავშირების , არჩევნების კრებების, სიტყვის, პრესის ტავისუფლება და პიროვნების ხელშეუხებლობა მოსპობილია. ქართველ მშრომელ ხალხს წაერთვა საშუალება, რომ წერილობით ან სიტყვიერად, თავისუფლად გამოეთქვა თავისი აზრი ამა თუ იმ საჭირბოროტო კითხვებზე.
აღარ არის საშვალება საჯაროდ გამოტანილ იქმნას ის ბოროტმოქმედება, რომელიც ხთება საქართველოში და მშრომელ ხალხს არ აქვს საშვალება მიუდგომელ კონტროლისა.
საქართველოს მუშები, სამხედრო ბეგარის ქვეშ გამოცხადებულნი, მშიერ-მწყურვალნი მძიმე პირობებში ეწევიან მუშაობას. მათი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება: მათ არ აქვთ საექიმო დახმარება და სურსათი და საქართველოს მუშათა კლასი და მისი მომავალი თაობა ფიზიკურად იღუპება.
საქართველოს უმწიკვლო საზოგადო მოღვაწეები, ძველი რევოლუციონერები, მუშები და გლეხები ციხეებში იტანჯებიან და ეს იმ დროს, როდესაც ხალხის თვალწინ ხდება უაღრესი სპეკულაცია და უდიდესი ბოროტმოქმედებები.
როცა ხალხის მტრები, შინაური და უცხო სპეკულანტები, მუქთა-მჭამელები და რეაქციონერები თავისუფლად დასეირნობენ.
განსაკუთრებით იდევნება ქართველი მშრომელი ხალხი და თანამედროვე დევნამ მიიღო წმინდა ეროვნული ხასიათი, რომლის მზგავსს ჩვენი ქვეყნის საშვალო საუკუნის ისტორიაში ძვირად შეხვდებით.
საქართველოს სავაჭრო კომისარიატი, ეკონომიკური პოლიტიკა, სამეურნეო საქმეები რუსეთის საერთო ცენტრს დაუმორჩლეს.
საქართველოს რკინისგზა რუსეთის რკინისგზას შეუერთეს, რომ გაგრძელებულ იქმნეს იმპერიალისტური და დამპყრობლური (………), (………) ხოლო ადგილობრივი ლაშქარი ისეთ პირობებში ჩააყენეს, რომ ფაქტიურად მოსპობილია.
ქართული მშრომელი ელემენტები იდევნებიან თავისივე ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებიდა: სამრეწველო დარგებიდან, საპასუხისმგებლო ადგილებიდან:
იმავე დროს რესპუბლიკის დაწესებულებები გაივსო ჩამოსულ ელემენტებით, რომელთაც არავითარი კავშირი არ ქონიათ არასდროს მუშათა განმათავისუფლებელ მოძრაობასთან და ამავე დროს კი მძიმე ტვირთად აწვებიან ერის მშრომელ ნაწილს და დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღმშენებლობით საქმეშ აშკარა საბოტაჟს ეწევიან, წვეყნის წინაშე დიდ დანაშაულებებს ჩადიან.
საგანგებო კომისიის მართლ-მსაჯულებამ პირდაპირ შურისძების ხასიათი მიიღო. დახვრიტეს ისეთი ადამიანები, რომლების სამშობლოს დაცვაში მონაწილეობას იღებდნენ.
სახელმწიფო კანონების მოვალეობას ასრულებდნენ და არასდროს არავითარი მონაწილეობა არ მიუღიათ პოლიტიკურ მოძრაობაში.
უჩვეულო რეპრესიების საშვალებით მუშების დევნა, მასიურად დაპატიმრების,არჩევნებზე შეიარაღებული თავდასხმით, არჩევნების ჩაშლის, მუშების დათხოვნა-გადასახლების შემდეგ გაიმართა საქართველოს მუშების სახელით მთელი რიგი ყრილობები კავშირების, სადაც საქართველოს მშრომელი ხალხის ნების დაუკითხავად გამოტანილი იქმნა დადგენილებანი ჩვენი ერის, მუშათა კლასის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული.
ბინების საკითხის ირგვლივ მუშების სახელით თბილისში ხთება წარმოუდგენელი ძალადობა, უსამართლობა, თვითნებობა.
რამდენიმე წლობით ბინებში ჩასახლებულ ადგილობრივ მცხოვრებელთ ქუჩაში ყრიან უბინაოდ და მათ ადგილზე ბინავდებიან სრულიად საეჭვო ელემენტები და ისეთები, რომელთაც არავითარი საერთო არ აქვთ მუშებთან, მხოლოდ ჩამოსულნი არიან სხვა და სხვა მიზნებისთვის სპეკულაციისთვის.
შექმნილ პირობებით ქუჩაში უბინაოდ რჩებიან მშრომელი ელემენტები და ეს იმ დროს, როდესაც სპეკულიანტების, უცხო გავლენიან პირების ბინები ხელუხლებელი არის.
განსაკუთრებული და არაჩვეულებრივი პირობები რკინის გზის მუშა-მოსამსახურეებისათვის ამ ხანებში რეპრესიების სახეს იღებს.
რკინიგზის გაერთიანებიდან საქართველოს ფორმალურმა მმართველ (…) დაჰკარგა ყოველივე ეროვნული და პოლიტიკური გავლება რკინის გზაზე, რის (…) ქართველი მუშების მასიური დევნა, რკინის გზის მილიცია, საგანგებო კომისია, (….) რუსეთის ცენტრს დაუმორჩილეს. თანდათანობით განდევნეს (….) საქმის მცოდნე ელემენტები და სპეციელისტები ადგილებიდან .
მთელი რიგი (….) თანდათანობით გადაასახლეს აზერბაიჯანის, სომხეთის როსტოვის რკი(….) მივლინების სახით საქართველოს გზას მოაშორეს 1400 მეტი (…) მრავალი ოჯახები დარჩნენ უპატრონოდ.
უკანასკნელ ხანებში(….) სახელწოდებით ითხოვენ ძველ და გამოცდილ მუშებს არა ათობით, არამედ ასობით ერეკებიან ადგილებიდან.სამაგიერო ქართველი მუშების ადგილზე იჭერენ რუსეთიდან გამოგზავნილ პირებს.
ქართველი მუშების დევნამ ყოველივე საზღვარი დაკარგა. საქართველოს მუშათა კლასი გრძნობს უპატრონობას. მირონოვის იმპერიალისტური და ანტიქართული განზრახვები სისრულეში მოდის.
საქართველოს მუშების, ამ ქართველი ერის მთავარი ძარღვის განადგურების პროცესი უკვე კატასტროფას უახლოვდება, უკანასკნელი დღეების ბრძანებით რუსეთიდგან მოყავენ რკინის გზაზე არა ასობით, არამედ ათასობით მუშები, მოხელეები.
შემუშავებულია მთელი რიგი წესებისა ქართველ მუშების განსადევნად და უცხოეთის რკინის გზებიდან გადასასახლებლად. ამ უკანასკნელი დღეების ძალადობა მეტად უხეშ სახეს ღებულობს.
ყოველივე ის, რაც თანამედროვე საქართველოშ ხთება გამოურკვეველია ქართველი ხალხისთვის, თუ საიდან რომელი ხელისუფლების წყაროდან გამომდინარეობს, საქართველოს რევკომიდან თუ საიდუმლოთ მოვლენილ ნდა ჩვენი ხალხის მიერ სრულებით უცნობ ამიერ კავკასიის კავბიუროდან.
მაზრები და სოფლები სრულიად უპატრონოდ არიან მიტოვებულნი, სადაც დაწყებული თვითნებობა და ძალადობა თანდათანობით ფართოვდება, საშინელ პროვოკაციების ხასიათს ღებულობენ და რუსეთის ჯარი ეგზეკუციების სახით განაგრძობს დამშეულ-დაძაბული ხალხის რბევას კახეთში, დუშეთში, გურიაში, ქუთაისის მაზრაში და სხვაგან.
თანამედროვე საშინელი და საბედისწერო პირობებში თბილისის მუშები დამნაშავენი ვიქნებით ერის და ისტორიის წინაშე, რომ ერთხელ კიდევ ჩვენი ხმა არ ავიმაღლოთ და გამცნოთ თქვენ ქართველი ერის თანამედროვე მძიმე მდგომარეობა.

ამიტომ გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნულს საქართველოს რევკომს ჩვენ აუცილებელ საჭიროდ მიგვაჩნია, რომ:
– აღდგენილ იქმნას საქართველოს დამოუკიდებლობა და დაცული იქმნას მისი სუვენერობა საქართველოს საქვეყნოდ აღიარებული ისტორიული უფლება და ენა.
– (….) იქმნეს ქართული ლაშქრის შელახული უფლებები, საშვალება (….) და გაყვანილ იქნას საქართველოს ტერიტორიიდგან რუსეთის (….) იქმნას მუშათა ორგანიზაციების, კავშირების, არჩევნების, კრების, (…. )სიტყვის თავისუფლებანი და პიროვნების ხელშეუხებლობა:
– (…) შეჩერებულ იქმნას საქართველოს მუშების დათხოვნა ადგილებიდან (….) და სასწრაფო ზომები იქმნას მიღებული უცხო მოხელეების (…)
– მიღებულ იქმნას ზომები მუშების და მათი ოჯახების (…..) მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
– შეჩერებულ იქმნას სოფლებში დამსჯელ ეგზეკუციების მოქმედება და განთავისუფლებულ იქმნან პოლიტიკური დევნილები და ტუსაღები, რომელნიც განიცდიან უმიზნო სრულიად უსაბუთო დევნას და ტანჯვას.
ხელს აწერს ხუთი ათას ასოცდათორმეტი(5132) მუშა რკინის გზის, ტრამვაის, არსენალის, მჭედავთა კავშირის, ნავთლუღ-ავლაბარ-ორთაჭალისა და სხვა დარგების.
ასლი სწორია. მუშათა დელეგაციის თავჯდომარე: იას ჩაჩუა.
„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით იმ ადამიანების შესახებ საარქივო მასალებს, რომლებიც კომუნიზმის რეპრესიებმა შეიწირა და გიჟად შერაცხა.






















