
„იდეოლოგიების დრო დამთავრდა, კომუნიზმი დასრულდა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„იდეოლოგიების დრო დამთავრდა, კომუნიზმი დასრულდა, ულტრა-ლიბერალიზმმაც ვერ გაამართლა, ურა-პატრიოტიზმი რეალური ეროვნული შემართების საპირისპიროა, ფანატიზმი კი შლის საზოგადოებას და ანგრევს პიროვნებას. ერთგვარი კოლონიალური კომპლექსი კიდევ გვაქვს, რომელიც დამოუკიდებლობის სრულფასოვან აღქმას აბრკოლებს. ნაკლებად გვჯერა საკუთარი თავის, საკუთარი წიაღიდან წამოსული სიტყვისა და აზრისა”, – განაცხადა სალომე ზრუაბიშვილმა.























