
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკის შემცველია.
მისი თქმით, ასეთი ტიპის კონდიციონერების გამოყენება ნებადართული არ იქნება.
„ის კონდიციონერები, რომელიც ჩვენთან გამოყენება, ე.წ. საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომელიც შიგნით ჰაერს ატრიალებს, მათი გამოყენება ჯერჯერობით არსებული მონაცემებით, მაღალი რიკის შემცველია. გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით მათი გამოყენება ნებადართული არ იქნება.
იყო კითხვა, რატომ შეიძლება თვითმფრინავში კონდინცირება. თვითმფრინავის სისტემებს უყენიათ ჰეპაფილტრები, სპეციალური ფილტრები, რომელიც ვირუსებს აკავებენ, ასეთი ფილტრები ლაბორატორიებში დგას, უსაფრთხოების კაბინეტებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ“,- განაცხადა იმნაძემ.























