
23 ნოემბერს, გიორგობას, მეგობრებს შორის სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი, 33 წლის მამაკაცის მკვლელობით დასრულდა.
მეზობლები და ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ნავთლუღის დასახლებაში მომხდარ დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.
დავით მარიკიანი გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოკლულის დედა “კურიერთან” საუბარში ამბობს, რომ კონფლიქტი უფრო ადრე დაიწყო.
სვეტა მარიკიანი დარწმუნებულია რომ შვილი, წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო მოუკლეს. დედა ჰყვება, რომ 33 წლის მამაკაცსა და მის მეგობარს შორის ერთი თვის წინ სიტყვიერი დაპირისპირება, ყოფით ნიადაგზე დაიწყო, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც. მშობლის თქმით, დავით მარიკიანს, გოჩა ლაფერაშვილი სწორედ ინციდენტის დღეს დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში, საგარეჯოში აიყვანეს.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























