
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში სავარაუდო მონაწილის ახლობელი ამბობს, რომ დაბადების დღეზე კონფლიქტი „რაღაც სადღეგრძელოს გამო“ დაიწყო, შემდეგ კი ერთმანეთს „სიტყვებზე გამოეკიდნენ“.
„რაც ვიცი იმდენად უაზრო მიზეზია, სასაცილოდაც არ მყოფნის. რაღაც სადღეგრძელოდ გამო „გამოეკიდნენ სიტყვებზე“.
მიზეზი იმდენად სასაცილოა, არ ვიცი რა. ამის გამო ამხელა ამბავი… კი, გამიზნული არ იყო მკვლელობა, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ წავიდნენ ტიპები, ჩამოიყვანეს..“, – ამბობს „მთავარი არხის“ ჩანაწერში ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილის ახლობელი.
შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელი, ლუკა შაქარაშვილი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მყვინთავებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
ნახეთ შსს-ს კომენტარი ფაქტზე: გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი – ვლადიმერ ბორცვაძე ფეხბურთელის საქმეზე
ნახეთ ვიდეო: „მომავალს ნათელს, სამშობლოს ვფიცავ“ – გიორგი შაქარაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა მეგობრებთან ერთად























