
კონგოში ებოლას ვირუსით ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 15 წლის მოზარდია.
კონგოს რესპუბლიკაში ებოლას 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები იზოლაციაში იმყოფებიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ორშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ედჰენომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ მბანდაკაში ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ქვეყანაში ებოლას ვირუსის მეთერთმეტე აფეთქებაა.
A new #Ebola outbreak detected in western #DRC, near Mbandaka, Équateur province. @MinSanteRDC has identified 6 cases, of which 4 people have died. The country is also in final phase of battling Ebola in eastern DRC, #COVID19 & the world’s largest measles outbreak.
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) June 1, 2020
კონგოს რესპუბლიკაში ჯერ კიდევ უმკლავდებიან 2018 წელს მომხდარი ებოლას ვირუსის აფეთქებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მაშინ ქვეყანაში ებოლას 3 406 შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 2 243 ადამიანი დაიღუპა.























