08:11 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

კონგოში სკოლის მოსწავლეები პარლამენტში შტურმით შეიჭრნენ

კონგოში სკოლის მოსწავლეები პარლამენტში შტურმით შეიჭრნენ

კონგოში სკოლის მოსწავლეები პარლამენტში შტურმით შეიჭრნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

გამოცემის ცნობით, მოსწავლეები ხელისუფლებისგან პედაგოგებისთვის ხელფასების მომატებას ითხოვენ, რათა პედაგოგებმა გაფიცვა შეწყვიტონ და სკოლებს დაუბრუნდნენ.

 

Exclusive: გიორგი ფხაკაძემ საფრანგეთის რეისზე ბილეთი გააუქმა - რა მიზნით ესტუმრა დღეს ჯანდაცვის მინისტრი
2021-10-22Exclusive: გიორგი ფხაკაძემ საფრანგეთის რეისზე ბილეთი გააუქმა - რა მიზნით ესტუმრა დღეს ჯანდაცვის მინისტრი

 

„ჩვენ სწავლა გვინდა“, – სკანდირებდნენ მოსწავლეები.

 

ცნობისთვის, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პედაგოგები 4 ოქტომბერს გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

 

მთავრობა კი ამტკიცებს, რომ პედაგოგების გაფიცვას რელიგიური ჯგუფები აწყობენ, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაწყებითი სკოლების უმეტესობას მართავენ.

ავტორი: Prime Time

X