18:30 | 2020-05-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კონიაკის დასახლებაში მეზობლებს შორის კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა

კონიაკის დასახლებაში მეზობლებს შორის კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა

თბილისში, კონიაკის დასახლებაში, 58 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს.

 

არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

 

მას ცივი იარაღით ჭრილობები აქვს მიყენებული და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

მეზობელი კი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X