11:08 | 2021-10-20 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

კონსილიუმის რეკომენდაციის მიხედვით, სააკაშვილი ჰოს­პი­ტალ­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ

კონსილიუმის რეკომენდაციის მიხედვით, სააკაშვილი ჰოს­პი­ტალ­ში უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­სი­ლი­უ­მმა რე­კო­მენ­და­ცი­ა გასცა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით, ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნონ, ამის შესახებ კონ­სი­ლი­უ­მის ერთ-ერ­თმა წევ­რმა ექიმ­მა ზუ­რაბ ფა­ღა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

 

“და­ვა­ყე­ნეთ სა­კი­თხი ე.წ. პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ და ახლა გა­ნი­ხი­ლა­ვენ. დამ­თავ­რდა, ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­ხი­ლეთ, რე­კო­მენ­და­ცია გა­ვე­ცით. ეს სას­წრა­ფო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია არ არის, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან, გარ­თუ­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია, იმის­თვის რომ თავი და­ვი­ზღვი­ოთ რე­კო­მენ­და­ცია გა­ვე­ცით, რომ მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია მოხ­დეს. ეს სა­ა­თე­ბის სა­კი­თხი არ არის, თუმ­ცა უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში უნდა მოხ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ექიმ­მა ზუ­რაბ ფა­ღა­ვამ.

 

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი ექი­მის, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, ექი­მე­ბი გა­ეც­ნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის ანა­ლი­ზის პა­სუ­ხებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა “გან­სა­კუთ­რე­ბით ცუ­დის­კენ არ შეც­ვლი­ლა“.

 

“გა­დაყ­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი იყო, მაგ­რამ არა დღეს. აქ 3-4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვე­ცა­ნით ანა­ლი­ზე­ბის პა­სუ­ხებს. ზუს­ტად ისე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა, რა­ზეც ვსა­უბ­რობ­დი, არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბით უა­რე­სო­ბის­კენ არ შეც­ვლი­ლა“, – გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ.

 

ცნო­ბი­სათ­ვის, დღეს რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად ექი­მე­ბი შე­ვიდ­ნენ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე-19 დღეა შიმ­ში­ლობს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X