18:07 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

კონსილიუმმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

კონსილიუმმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

საქართველოს მესამე პერზიდენტის მიხეილ სააკაშილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმმა სააკაშვილის მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ხელოვნური კრიზისი იმის საფუძველი არ არის, ქვეყანა არიო და დესტაბილიზაციას ხელი შეუწყო - გია ვოლსკი
2021-11-08ხელოვნური კრიზისი იმის საფუძველი არ არის, ქვეყანა არიო და დესტაბილიზაციას ხელი შეუწყო - გია ვოლსკი

 

მისივე თქმით, კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია, რადგან, ამის სურვილი ყოფილ პრეზიდენტს არ ჰქონდა.

 

„კონსილიუმი გვქონდა და კონსილიუმმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავადმყოფი გადაყვანილი იქნეს გადაუდებლად მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში – გლდანი არ წერია, მაღალპროფილურ სამოქალაქო დაწესებულებაში.

 

მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, მდგომარეობა უფრო ცუდია გუშინდელთან შედარებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. ჩვენ გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშილს კონსილიუმთან შეხვედრა არ უნდა. მე იმიტომ ვერ შევხვდი, რომ მითხრეს, ბევრი მნახველიაო“, – განაცხადა ყიფშიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X