
„კონტრაქტი ეშმაკთან“- ასე ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა კახა ოქრიაშვილისა და ენმ-ს მემორანდუმს.
„კონტრაქტი ეშმაკთან. ათეული წლებია ქვეყანას ძარცვავენ, იტაცებენ სახელმწიფო ქონებას, ხრავენ ბიუჯეტს, ვაჭრობენ ადამიანების სიცოცხლითა და ჯანმრთელობით, ყველა ხელისუფლების ოლიგარქიულ დასაყრდენად იქცნენ, ამათი მაჟორიტარული ვნებების გამო დაგვარბიეს, ბავშვებს თვალები დათხარეს და ახლა “ოპოზიციის მანტიით” კვლავ ძალაუფლებისაკენ მიილტვიან. ეს იგივეა შეთანხმება გაფორმებულიყო ივანიშვილთან, კალაძესთან, ფარცხალაძესთან, და ა.შ ოლიგარქია უნდა დამთავრდეს
შეგახსენებთ, რომ კახა ოქრიაშვილი „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო ბლოკს შეუერთდა.
მანამდე, კი 2016 წელს ოქრიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების კვოტით მოხვდა. ხოლო 2008-2012 წლის მოწვევის პარლამენტში იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
2012 წელს ოქრიაშვილი ამავე მაჟორიტარული ოლქიდან პარლამენტში კვლავ ნაციონალური მოძრაობის სახელით მოხვდა. თუმცა, მან არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ, პარტია მალვე დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით დარჩა.
2004-2008 წლებში კი – იგი ამავე მაჟორიტარულ ოლქში საინიციატივო ჯგუფს წარმოადგენდა.
კახა ოქრიაშვილი შემოდგომის არჩევნებისთვის ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების სიაში ვერ მოხვდა.






















