16:37 | 2021-03-06 ავტორი: თამარ გონგაძე

„კოპიო ნუცაა” – ნახეთ, პატარა ალექსანდრე სოლოღაშვილის პირველი ფოტო

„კოპიო ნუცაა” – ნახეთ, პატარა ალექსანდრე სოლოღაშვილის პირველი ფოტო

რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე მშობლები პირველ მარტს გახდნენ.

 

პატარა ალექსანდრე სოლოღაშვილის ფოტოს კი კლინიკა აქვეყნებს.

 

May be an image of 3 people, including Sologashvili Archili და people standing

 

ალექსანდრეს დაბადებას მამა დაესწრო, ვაჟი გულზე დაიწვინა და პირველი ემოციებიც გაგგვიზიარა.

 

“გულზე დამაწვინეს. სრულიად უცხო და განსხვავებული შეგრძნებაა, მხოლოდ მშობლები გაიგებენ ამას. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვხვდები, რა არის, აწი იწყება სხვანაირად ფერადი ცხოვრება” – გვითხრა მსახიობმა.

 

 

ახლადგამომცხვარმა დედამ კი მზრუნველი მამა შეაქო და სამშობიაროში ყოფნის დროს, “იმედის დილაში” ასეთი კომენტარი გააკეთა.

 

“აჩიკო ბუნებით ძალიან მზრუნველია. ახლა ეს ყველაფერი გაუასმაგდა. ფაქტობრივად, ჩვენთან ერთად არის სამშობიაროში. დილით მოდის, საღამოს მიდის. მშობიარობას დაესწრო, ეს პირველივე დღესვე გადაწყვეტილი ჰქონდა” – ამბობს ნუცა.

 

“კოპიო ნუცაა” – აჩიკო სანის ცოლს ამსგავსებს და უხარია, რომ შვილს მისი თითები გამოჰყვა…

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X