
უკვე ერთი თვეა მსოფლიო და საქართველო საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. კორონავირუსის გამო, სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების გარდა, ყველაფერი დახურულია.
დასაქმებულები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.
კორონავირუსის პანდემია ცნობილ ადამიანებსაც შეეხო, მანდილოსნებისთვის ყველაზე რთული სილამაზის სალონების დახურვა აღმოჩნდა.
„პრაიმ ტაიმმა“ ექსპერიმენტი ჩაატარა და გთავაზობთ ცნობილი ქართველების მიერ, გამოგზავნილ ფოტოებს, სადაც ისინი მაკიაჟის გარეშე არიან გადაღებული.
თუ მათ მიერ გამოგზავნილი ფოტოებით ვისმჯელებთ, სალონების დაკეტვით მათ სილამაზეს დიდი არაფერი დაკლებია.
ჩვენს ექსპერიმენტში მონაწილეები საკმაოდ მომხიბვლელები არიან საოჯახო ფორმაშიც.
ლელა წურწუმია – კორონავირუსამდე და სახლის კარანტინში

ნინო ჩხეიძე კორონავირუსამდე და სახლის კარანტინში
სალომე ბაკურაძე კორონავირუსამდე და სახლის კარანტინში

აღსანიშნავია ერთი ფაქტი, პანდემიის მიუხედავად აქტიურად მუშაობს ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა.

ის ექიმი და კლინიკის ხელმძღვანელია, თუმცა სამსახურში წასასვლელად თავს საკუთარი ხელით იწესრიგებს.
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე























