00:05 | 2021-11-02 ავტორი: Prime Time

„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე

„კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ“ – ნინი ქარსელაძე

მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ვიდეოს ქვეშ წაკითხული აგრესიული კომენტარების შესახებ წერს:

„სულ შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთი ვიდეოს (ნამრერის) კომენტარებში… სამწუხაროდ, წავიკითხე სრულად… გაოცებული ვარ… ენა ჩამივარდა… ჩემთვის ვზივარ და პასუხს ვერ ვპოულობ, რა დაგვემართა?!

ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგი და მიხედე იმ ალერგიას... - გიორგი ფხაკაძე
2021-11-01ბიძინა კულუმბეგოვი ძალიან კარგი ბიჭია, ალერგოლოგი და მიხედე იმ ალერგიას... - გიორგი ფხაკაძე

 

ერს, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომითა და მეგობრობით… ასე როგორ შეგიძლიათ თქვენთვის უცნობ ადამიანს გული ატკინოთ?

 

ასე მიწასთან გაასწოროთ და დაუნდობლად გაიმეტოთ მსგავსი უზნეობისთვის?

 

მეც ბევრი რამე არ მომწონს თქვენი, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, ეს თქვენთვის სახალხოდ დამწერა და თან იმ სიტყვებით, რასაც თქვენ იმეტებთ. ღმერთო, დაგვიცავი ამ ხალხისგან, კორონა თუ არა ეს უმსგავსო ადამიანები ნამდვილად მოგვკლავენ!“ – წერს ნინი ქარსელაძე.

ავტორი: Prime Time

X