
მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი, მხოლოდ ვიცით ერთ რამ, ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლევან რატიანის განაცხადა.
მისი თქმით, კაცობრიობის 80 პროცენტმა კლინიკური ფორმით, ხოლო 20 პროცენტმა საშუალო და მძიმე ფომრებით უნდა მოიხადოს.
„ჩვენი კლინიკა განსხვავდება სხვა კლინიკებისგან, ჩვენ არა მარტო ვმკურნალობთ პაციენტებს, არამედ ვიღებთ და გავცემთ ინფორმაციას ამ დაავადებების შესახებ. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩვენთვისაც, მსოფლიოში წამყვანი მეცნიერებისთვის ამ ვირუსის სტრატეგია არის უცნობი.
მხოლოდ და მხოლოდ ვიცით ერთ რამ, ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ, 80 პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტმა – საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით.
იცით, რომ „ბეცეჟე ვაქცინაციის“ შესახებ როგორი ბუმია სამყაროში წამოსული. ჩვენს ქვეყანას გაუმართლა კალენდარულ აცრებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მსუბუქად გადაივლის ამ პანდემიას. ჩატარებულია „ბეცეჟე ვაქცინაცია“, რაც დაავადებათ კონტროლის ცენტრის დიდი დამსახურებაა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
- გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი.
- კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 383 პირი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















