08:29 | 2020-03-25 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება – ნიუ-იორკის გუბერნატორი

კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივით ვრცელდება – ნიუ-იორკის გუბერნატორი

პიკი უფრო მაღალია, ვიდრე გვეგონა, – ამის შესახებ  ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ ქუომომ განაცხადა. 

 

მისვე თქმით, ახალი კორონავირუსი ჩქაროსნული მატარებელივითაა, რომელიც ძალიან მალე ვრცელდება.

 

„ჩვენ გვჭირდება ფედერალური მთავრობის დახმარება და გვჭირდება ახლავე. ნიუ-იორკი არის აირწინაღი ქვანახშირის მაღაროში, ის რაც ახლა ჩვენთან ხდება, მოხდება კალიფორნიასა და ილინოისშიც. ნიუ-იორკს 7 000 სასუნქი აპარატი აქვს, თუმცა 30 000 სჭირდება. ადამიანის სიცოცხლეს დოლარებში ვერ შევაფასებ. მე, ისევე როგორც თქვენ, გადასაგდები დედა არ მყავს,“- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.

 

ბოლო ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის 26 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 210-მდე გაიზარდა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X